loader

"ხელისუფლების ცვლილება არ არის საკმარისი, უნდა მოხდეს ხალხის განვითარებაც" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელისუფლების ცვლილება არ არის საკმარისი, უნდა მოხდეს ხალხის განვითარებაც" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი სამოქალაქო სექტორიდანაც მოახდენს დიდ ძვრებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"სამოქალაქო საზოგადოების განვითარების გარეშე, მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება არ არის საკმარისი. უნდა მოხდეს ხალხის განვითარებაც და ეს უნდა იყოს თანმხვედრი პროცესი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" დააფუძნა.