loader

აბასთუმანში დედათა მონასტერი გაქურდეს - დაკავებულია სამი პირი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აბასთუმანში დედათა მონასტერი გაქურდეს - დაკავებულია სამი პირი

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს აბასთუმნის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვლადიმერ ზ, 1975 წელს დაბადებული იური ო. და 1963 წელს დაბადებული სტეპან ა. ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 23 იანვარს, გამთენიისას, ადიგენის რაიონის დაბა აბასთუმანში მდებარე დედათა მონასტრიდან 2 ცალი ანტიკვარული სამოვარი და სხვადასხვა სახის მოვერცხლილი და მოოქროვილი ჭურჭელი მოიპარეს, რომლებიც თბილისში, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში სარეალიზაციოდ ჩააბარეს.

სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).