loader

"ეს შიხას ჯიბის ფული არაა" - თეატრალიზებული პროტესტი თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების მოთხოვნით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს შიხას ჯიბის ფული არაა" - თეატრალიზებული პროტესტი თბილისის ბიუჯეტის დამტკიცების მოთხოვნით

თბილისის ბიუჯეტი არ არის შიხიაშვილის ჯიბის ფული, გთხოვთ, დროულად დაამტკიცოთ თბილისის ბიუჯეტი, - ამ შინაარსის ლოზუნგებით თბილისის საკრებულოსთან საზოგადოებრივი გაერთიანება "დროასა" და "აპრიორის" ერთობლივი აქცია გაიმართა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ითხოვენ, საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი დროულად მიიღოს. აქცია თეატრალიზებული იყო: მის მონაწილეებს სახეზე აფარებული ჰქონდათ საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილის, პრემიერის, საკრებულოს წევრების ფოტოები.