loader

მერაბიშვილი და ახალაია არ შეიძლება იყვნენ ისეთ ციხეში, სადაც სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მუდმივად არ ინახება - თეა წულუკიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერაბიშვილი და ახალაია არ შეიძლება იყვნენ ისეთ ციხეში, სადაც სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მუდმივად არ ინახება - თეა წულუკიანი

ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია არ შეიძლება იყვნენ ციხეში, სადაც სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მუდმივად არ ინახება, - ამის შესახებ შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

მინისტრი ამ ფაქტს ხელისუფლების შეცდომად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ აუცილებელია ისინი იმყოფებოდნენ ციხეში, სადაც ვიდეოფირები ხანგრძლივად ინახება და უსაფრთხოებაც მაღალია.
თეა წულუკიანის განცხადებით, როდესაც პატიმარი ასახელებს ფაქტებს, ის დაუყოვნებლივ უნდა გადამოწმდეს.

იუსტიციის მინისტრი გამორიცხავს, ოთარ ფარცხალაძეს პრემიერისა და მთავრობისთვის "ეკადრებინა" ის, რაზეც ვანო მერაბიშვილი საუბრობს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ხელისუფლება მომავალში მსგავსი "აბსურდული და დესტრუქციული" განცხადებებისგან დაცული რომ იყოს, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია უნდა მოთავსდნენ მაღალი უსაფრთხოების იმ ციხეში, სადაც ვიდეოჩანაწერები ხანგრძლივად ინახება.