loader

ვინიცის ოლქში მომიტინგეებმა რეგიონული ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინიცის ოლქში მომიტინგეებმა რეგიონული ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღეს

უკრაინაში, ვინიცის ოლქში ადგილობრივებმა რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, შენობასთან ასობით დემონსტრანტი და მილიციელია შეკრებილი.

"ისმის აფეთქებების ხმა, მილიცია გაზს იყენებს. შენობიდან გამოგვყავს რეგიონული ხელმძღვანელები", - დაწერა "ტვიტერზე" დეპუტატმა ანდრეი შევჩენკომ.

დღევანდელი მონაცემებით, მომიტინგეებმა უკრაინის რვა ოლქში: ხმელნიცკში, როვნოში, ტერნოპოლში, ჩერნოვიცაში, ივანო-ფრანკოვსკოსა და ლვოვში რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს.