loader

მიცკევიჩის ქუჩაზე ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს: სავარაუდოდ, ერთი ექიმია, მეორე - პაციენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიცკევიჩის ქუჩაზე ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს: სავარაუდოდ, ერთი ექიმია, მეორე - პაციენტი

მიცკევიჩის ქუჩის 29 ა ნომერში, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, მიცკევიჩის ქუჩაზე ნაპოვნი გარდაცვლილებიდან ერთი ექიმია, მეორე კი - მისი პაციენტი. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით არის გარდაცვლილი, ხოლო ექიმის, ზ.ბ-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

შემთხვევა მიცკევიჩის ქუჩის 29 ა ნომერში, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრთან მოხდა. შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მისულმა მეხანძრეებმა ცენტრის პირველ სართულზე, ერთ-ერთ ოთახში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.

მეორე მამაკაცის ცხედარი კი შენობასთან ახლოს იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.