loader

საზარელი მკვლელობა თბილისში: ერთ-ერთი ვერსიით, პაციენტმა და ექიმმა ერთმანეთი დახოცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი მკვლელობა თბილისში: ერთ-ერთი ვერსიით, პაციენტმა და ექიმმა ერთმანეთი დახოცეს

ცნობილი გახდა თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრთან მომხდარი შემთხვევის დეტალები. ასევე დადგენილია ორივე გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა.

როგორც ცენტრის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, ცენტრის ექიმმა, ცნობილმა დერმატო-ვენეროლოგმა, პროფესორმა ზურაბ ბენდელიანმა ცეცხლსასროლი იარაღით მისივე პაციენტი მოკლა. მანამდე კი პაციენტმა ცენტრის შენობაში, იმ ოთახში, სადაც ექიმი ბენდელიანი იმყოფებოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო.

არსებული ინფორმაციით, ექიმმა პაციენტისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოასწრო, თუმცა ოთახში გაჩენილ ხანძარს თავი ვერ დააღწია და დაიწვა.

შემთხვევა მიცკევიჩის ქუჩის 29 ა ნომერში, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრთან მოხდა. გარდაცვლილები შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მისულმა მეხანძრეებმა აღმოაჩინეს. ცენტრის პირველ სართულზე, ერთ-ერთ ოთახში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. მეორე მამაკაცის ცხედარი კი შენობასთან ახლოს აღმოაჩინეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის მანქანაში დედის სახელზე დაწერილი წერილი აღმოაჩინეს. წერილი ნაპოვნია პაციენტის მანქანაში, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე მდებარე დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში მკურნალობდა.

"ტკივილს ვეღარ ვუძლებ და ბოლო უნდა მოვუღო ყველაფერს", - ნათქვამია წერილში.

ავტორი: გიორგი დადიანი