loader

ნარკორეალიზატორი ქალი "მორფინის" გადაცემის ფაქტზე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნარკორეალიზატორი ქალი "მორფინის" გადაცემის ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორები და მომხმარებელი დააკავა. უწყების ინფორმაციით, შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული იოსებ ს, 1969 წელს დაბადებული ეკა ფ. და 1953 წელს დაბადებული ტარიელ კ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ეკა ფ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად წნორში, აღმაშენებლის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან იოსებ ს-ს 300 ლარის სანაცვლოდ 8 ამპულა "მორფინი" გადასცა. ეკა ფ-ს პირადი ჩხრეკისას კიდევ 12 ამპულა "მორფინი" ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ეკა ფ-მ ტარიელ კ-სგან შეიძინა. სამართალდამცველებმა ტარიელ კ. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად იმავე დღეს თელავში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებისას იოსებ ს. ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

სამივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.