loader

ღარიბაშვილის და ივანიშვილის დარგული ხეები იერუსალიმის ერების ხეივანში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღარიბაშვილის და ივანიშვილის დარგული ხეები იერუსალიმის ერების ხეივანში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება. დღეს დილით ის იერუსალიმის ერების ხეივანს ეწვია, სადაც სიმბოლური ხის დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. იერუსალიმის ერების ხეივანში ეს არის საქართველოს მთავრობის მეთაურის უკვე მეორე ხის ნერგი - შარშან ივნისში ერების ხეივანში სიმბოლური ხე დარგო მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

ხის დარგვის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელ-საქართველოს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა და გამოთქვა სურვილი ერებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ.

ასევე იხილეთ: ირაკლი ღარიბაშვილი გოდების კედელთან

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე