loader

2015 წლიდან ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2015 წლიდან ტექდათვალიერება სავალდებულო ხდება

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება 2015 წლის პირველი მარტიდან სავალდებულო ხდება.

გზისთვის ვარგისობაზე პერიოდულ ტესტირებას 140-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანია TUV Rheiland Group-ი განახორციელებს, რომელთანაც მთავრობამ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ტექდათვალიერების საფასური ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა მთავრობა პირობას დებს, რომ აქცენტი ხელმისაწვდომობაზე გაკეთდება. ავტომანქანის გამოშვების თარიღს, სავარაუდოდ, მნიშვნელობა არ ექნება, მთავარია, ის ტექნიკურად გამართული იყოს.

TUV Rheiland Group-ი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის პირობებს მიმდინარე კვირას შეათანხმებს. ხელშეკრულებაში გაიწერება ყველა დეტალი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა 900 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ტექდათვალიერების გასავლელად უნდა დააკმაყოფილოს.

იხილეთ ინგლისური ვერსია