loader

"თავდაცვის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, ექსპორტზე გაიტანოს რეფორმები" - ირაკლი ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავდაცვის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, ექსპორტზე გაიტანოს რეფორმები" - ირაკლი ალასანია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკვე აქვს შესაძლებლობა, ექსპორტზე გაიტანოს რეფორმები, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რასმუსენის ანგარიშშია აღნიშნული, გასულ წელს ნატო-მ განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობები შეინარჩუნა ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებიც ნატო-სკენ მიისწრაფვიან - საქართველოსთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, მონტენეგროსა და მაკედონიასთან.

თავდაცვის მინისტრი დღეს ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის საავიაციო ქარხნის აეროდრომზე ინტეგრირებული ქსელების მანქანის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზენტაციაზე ასევე იმყოფებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილი და პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.