loader

ვინ იყო მიცკევიჩზე დაღუპული ბეკურაშვილი და მკურნალობდა თუ არა იგი პროფესორ ბენდელიანთან? - ოჯახი შოკირებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო მიცკევიჩზე დაღუპული ბეკურაშვილი და მკურნალობდა თუ არა იგი პროფესორ ბენდელიანთან? - ოჯახი შოკირებულია

მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტისას გარდაცვლილი ანზორ ბეკურაშვილის ცხედარი დღეს პროზექტურიდან სახლში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში გადაასვენეს.
როგორც პირად საუბრებში ბეკურაშვილის ოჯახის წევრები აღნიშნავენ, მათთვის უცნობია, რა შეიძლება გამხდარიყო ტრაგედიის მიზეზი. ისინი გამოძიების შედეგებს დაელოდებიან.
ბეკურაშვილის დედის, მერი ბეკურაშვილის თქმით, მისთვის ასევე უცნობია, მკურნალობდა თუ არა მისი შვილი პროფესორ ზურაბ ბენდელიანთან.  

ანზორ ბეკურაშვილი 30 წლის იყო. დაოჯახებული არ ყოფილა. ნათესავები და მეგობრები ამბობენ, რომ ის პატიოსანი და მშრომელი ადამიანი იყო და სამართლებრივი კუთხით პრობლემები არასოდეს შექმნია. ამასთან, ახლობლებს მისთვის არც ფსიქოლოგიური პრობლემები შეუმჩნევიათ.

შემთხვევა მიცკევიჩის ქუჩის 29 ა ნომერში, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრთან მოხდა. გარდაცვლილები შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მისულმა მეხანძრეებმა აღმოაჩინეს. ცენტრის პირველ სართულზე, ერთ-ერთ ოთახში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. მეორე მამაკაცის ცხედარი კი შენობასთან ახლოს აღმოაჩინეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. 

როგორც ცენტრის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, ცენტრის ექიმმა, ცნობილმა დერმატო-ვენეროლოგმა, პროფესორმა ზურაბ ბენდელიანმა ცეცხლსასროლი იარაღით მისივე პაციენტი მოკლა. მანამდე კი პაციენტმა ცენტრის შენობაში, იმ ოთახში, სადაც ექიმი ბენდელიანი იმყოფებოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის მანქანაში დედის სახელზე დაწერილი წერილი აღმოაჩინეს. წერილი ნაპოვნია პაციენტის მანქანაში, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე მდებარე დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში მკურნალობდა.

"ტკივილს ვეღარ ვუძლებ და ბოლო უნდა მოვუღო ყველაფერს", - ნათქვამია წერილში.

იხილეთ ასევე: საზარელი მკვლელობა თბილისში: ერთ-ერთი ვერსიით, პაციენტმა და ექიმმა ერთმანეთი დახოცეს