loader

"ღმერთმა დაიჭირა" - გოგონას პარაშუტი არ გაეხსნა და 1 კმ სიმაღლიდან ძირს დაენარცხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღმერთმა დაიჭირა" - გოგონას პარაშუტი არ გაეხსნა და 1 კმ სიმაღლიდან ძირს დაენარცხა

ტეხასელი გოგონა სიკვდილს სასწაულით გადაურჩა მას შემდეგ, რაც პარაშუტმა უმტყუნა და 1 კმ სიმაღლიდან მიწაზე დაენარცხა.

მაკენზი უეზინგტონმა მე-16 დაბადების დღის აღსანიშნავად, ოჯახისგან საჩუქრად პარაშუტით გადმოხტომა მიიღო და მამასთან ერთად ოკლაჰომაში წავიდა სურვილის ასასრულებლად. პირველად თვითმფრინავიდან უეზინგტონის მამა გადმოხტა და შემდეგ მას ქალიშვილიც მიჰყვა. გოგონას პარაშუტი არ გაიხსნა. ინსტრუქტორი შეეცადა, რადიოგადამცემით ესწავლებინა მისთვის, როგორ გაეხსნა სათადარიგო პარაშუტი, თუმცა გოგონა მას არ პასუხობდა. სავარაუდოდ, ის უგონო მდგომარეობაში იყო.

მაკენზი დაახლოებით 1 კილომეტრის სიმაღლიდან დაენარცხა მიწაზე. ხერხემლისა და მენჯის მოტეხილობით, თინეიჯერი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

"ღმერთმა დაიჭირა ხელით" - ამბობს მაკენზის და, მეგანი. მისი თქმით, გოგონა დამოუკიდებლად სუნთქავს და ლაპარაკობს კიდეც. ექიმები უეზინგტონის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ.