loader

თამარ სანიკიძე მანდატურის სამსახურის გაუქმებაზე გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამარ სანიკიძე მანდატურის სამსახურის გაუქმებაზე გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს

განათლების მინისტრი მანდატურის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამიზნულ პროვოკაციას უწოდებს და მისი ავტორების იდენტიფიცირების პირობას დებს, - ამის შესახებ თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მანდატურის სამსახურის რეფორმა არაჩვეულებრივად განხორციელდა და სამსახური მუშაობას აგრძელებს. მინისტრის განმარტებით, დირექტორის გადასაწყვეტი არ არის, ეყოლება თუ არა მანდატური, ვინაიდან კანონში წერია, რომ საჯარო სკოლას მანდატური უნდა ჰყავდეს.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია