loader

"არ მრცხვენია, ეს ჩემი მოვალეობა იყო" - მერაბიშვილის პირველი კომენტარი გავრცელებულ ვიდეომასალაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მრცხვენია, ეს ჩემი მოვალეობა იყო" - მერაბიშვილის პირველი კომენტარი გავრცელებულ ვიდეომასალაზე

ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე პროცესზე, გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოზე პირველი კომენტარი გააკეთა. "ცამდე მართალი ვარ და არ მრცხვენია, ვინაიდან არც ერთი მათგანის წინააღმდეგ არ იყო გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი. ჩვენი ინფორმაციით, მუხროვანის ამბოხებაში ორი რუსი მრჩეველი მონაწილეობდა. კვალის დაფარვის მიზნით ისინი მოკლეს და სწორედ ამ ორ გვამს ვითხოვდი", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

დღესვე მერაბიშვილმა პროკურატურას მოუწოდა, მიუკერძოებლად და ობიექტურად იქნეს გამოძიებული აღნიშნული თემა.

იხილეთ:

"ორი გვამი მჭირდება" - მერაბიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებზე სკანდალური კადრები გავრცელდა

გივი თარგამაძის კომენტარი მერაბიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებზე გავრცელებული სკანდალური კადრების შესახებ