loader

საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია და ლიკვიდაციის ბრძანებაც უკანონო - ვახტანგ ხმალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია და ლიკვიდაციის ბრძანებაც უკანონო - ვახტანგ ხმალაძე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობის არც ერთი ნორმა არ ამბობს, რომ პირის ლიკვიდაციის შესახებ ბრძანება შესაძლებელი და კანონიერია.

როგორც ვახტანგ ხმალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გავრცელებული კადრების კომენტირებისას აღნიშნა, ვიდეომასალაში ჩანს მერაბიშვილის სიტყვიერი ბრძანება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ბრძანების გაცემის მომენტში იქვე იყვნენ თუ არა სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ვისაც მერაბიშვილის ბრძანების გაუქმება შეეძლო ან "ხმა უნდა ამოეღო და არ ამოიღო".

ხმალაძის განმარტებით, სამართალში არსებობს შემთხვევები, როდესაც უმოქმედობა დანაშაულის ტოლფასია. მისივე თქმით, უკანონო ბრძანების შესრულებაც თავისთავად დანაშაულია. მისივე თქმით, ლიკვიდაციის ბრძანება ყველა შემთხვევაში უკანონოა, რადგან სამართლის დანიშნულება არა შურისძიება, არამედ პროპორციული დასჯაა.