loader

რატომ ემუქრებიან ტელეკომპანია "Дождь"-ს დახურვით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ ემუქრებიან ტელეკომპანია "Дождь"-ს დახურვით

რუსული ტელეკომპანია "Дождь" შესაძლოა, ტელეეთერიდან გაქრეს. ამის მიზეზი გახდა კითხვა, რომელმაც დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია. კითხვა ლენინგრადის ბლოკადას ეხებოდა. "Дождь" უკვე გაქრა საკაბელო ქსელიდან მოსკოვში და რუსეთის რამოდენიმე რეგიონში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული "ბიბისი" ავრცელებს.

ტელეკომპანია "Дождь" სკანდალში 26 იანვარს მას შემდეგ გაეხვია, რაც ტელეკომპანიის საიტზე ჩაატარეს გამოკითხვა: ”საჭირო იყო თუ არა ლენინგრადის დათმობა, რათა ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინათ?” არხმა კითხვის ფორმულირების გამო ბოდიში უკვე მოიხადა და კითხვა საიტიდან წაშალა.

თუმცა, სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ორგანომ რუსეთის გენერალურ პროკურორს, იური ჩაიკას მაინც მიმართა, რათა გამოეყენებინა სანქციები ტელეარხ ”Дождь”-თან დაკავშირებით. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, რომ სანქციად არხის დახურვაც კი იქნას გამოყენებული.

ტელეარხთან სატელეფონო ინტერვიუს დროს, პრეზიდენტის პრეს-მდინვანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხდ, რომ ისინი ”წითელ ხაზს გადავიდნენ”.

ამის მიუხედავად, ტელეარხის თანამშრომლები თვლიან, რომ ნამდვილი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე აქციების გაშუქება გახდა.