loader

"ჩვენს დახვრეტას მერაბიშვილი და უგულავა ესწრებოდნენ" - კობა ოთანაძე და კობა კობალაძე მუხროვანის მოვლენებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენს დახვრეტას მერაბიშვილი და უგულავა ესწრებოდნენ" - კობა ოთანაძე და კობა კობალაძე მუხროვანის მოვლენებზე

გავრცელებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ ვანო მერაბიშვილს პირდაპირ ლიკვიდაციის ბრძანება ჰქონდა გაცემული, - ამის შესახებ ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულებმა: გენერალმა კობა კობალაძემ და პოლკოვნიკმა კობა ოთანაძემ განაცხადეს.

მათი განცხადებით, გია კრიალაშვილის მკვლელობის, ასევე ოთანაძისა და ამირიძის ჩაცხრილვის გამოსაძიებლად განცხადება პროკურატურაში უკვე შეიტანეს. როგორც ისინი აცხადებენ, გავრცელებული სკანდალური ვიდეომასალა ამ საქმის გამოძიებას აუცილებლად შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება 2009 წლის 5 მაისს, როგორც ოთანაძემ აღნიშნა, მუხროვანში არანაირი ამბოხება არ იგეგმებოდა. მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად ორი სამხედრო მეთაური- შოთა გორგიაშვილი და ლევან ამირიძე ჟურნალისტების წინაშე განცხადების გაკეთებას და სამხედრო ნაწილის დატოვებას გეგმავდა.

როგორც ოთანაძემ განაცხადა, აყვანის სპეცოპერაციის დროს მათ სამარშრუტო ტაქსი მიუგზავნეს, სადაც სამი სპეცრაზმელი იჯდა. ოთანაძის თქმითვე, მათ უკნიდან ესროლეს და სასიკვდილოდ გაწირეს. ოთანაძე ყვება, რომ როცა დაჭრილები ძირს გადმოყარეს, წიხლებს ურტყამდნენ, ხოლო შემდეგ მის მიმართ საკონტროლო გასროლა განახორციელეს ხელ-ფეხისა და მკერდის არეში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ცოცხალი გადარჩა. გადარჩა მაიორი ლევან ამირიძეც, ხოლო გენერალი გია კრიალაშვილი ადგილზე დაიღუპა.

ოთანაძის თქმითვე, მათი აყვანის სპეცოპერაციას მერაბიშვილი და უგულავა ესწრებოდნენ.

იხილეთ გადაცემა "რეზიუმე" სრულად

იხილეთ ასევე: "ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი" - მერაბიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებზე სკანდალური კადრები გავრცელდა