loader

ყველა ფაქტორი, რომელიც ლარის გაუფასურებაზე გავლენას ახდენდა, ამოწურულია - გიორგი ქადაგიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველა ფაქტორი, რომელიც ლარის გაუფასურებაზე გავლენას ახდენდა, ამოწურულია - გიორგი ქადაგიძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარის კურსის გამყარებას ვარაუდობს. როგორც გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენდა ლარის გაუფასურების მიმართულებით, ამოწურულია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, მოკლევადიან პერიოდში მცურავი გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, ლარი იმერყევებს როგორც გამყარების, ისე გაუფასურების მიმართულებით, თუმცა ეს მცირე ამპლიტუდის ტენდენცია იქნება.

როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, ძირითადი ფაქტორები, რამაც ლარის კურსზე გავლენა მოახდინა, არის შერბილებული მონეტარული პოლიტიკა და ექსპანსიური ფისკალური პოლიტიკა, რაც ამ დროისთვის ამოწურულია.