loader

"ჩამოხსნან ეს ცინიკური ბანერი!" - აქცია მერაბიშვილის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩამოხსნან ეს ცინიკური ბანერი!" - აქცია მერაბიშვილის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან

"ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები პარტიის ოფისის შენობიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბანერის ჩამოხსნას ითხოვენ.

როგორც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მელორ ვაჩნაძემ განაცხადა, დღემდე ამ ორგანიზაციის კედელზე გამოკრულია ბანერი წარწერით - "თავისუფლება ვანო მერაბიშვილს".

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის, ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, მერაბიშვილის მიმართ ბრალი აუცილებლად უნდა დამძიმდეს და ასევე, დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მუხროვანის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

აქცია ვანო მერაბიშვილის შესახებ გავრცელებულ სკანდალურ კადრებთან დაკავშირებით დაიგეგმა. აქცია გაიმართა 30 იანვრის ღამესაც, რომლის დროსაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე გამოკრულ ვანო მერაბიშვილის ფოტოს წითელი საღებავი შეასხეს.

ასევე იხილეთ: სისხლისფრად დასვრილი მერაბიშვილის ბანერი "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისზე