loader

თბილისში "საქართველოს ფოსტის" განახლებული მომსახურების სერვის-ცენტრი გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში "საქართველოს ფოსტის" განახლებული მომსახურების სერვის-ცენტრი გაიხსნა

თბილისში, პეკინის 39 ნომერში "საქართველოს ფოსტის" განახლებული მომსახურების სერვის-ცენტრი გაიხსნა. განახლებული სერვის-ცენტრის გახსნას კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.

როგორც ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა, თბილისში სამი და თელავში ერთი განახლებული სერვის-ცენტრი უკვე ფუნქციონირებს, ხოლო ქუთაისსა და ბათუმში სარემონტო სამუშაოები ორი კვირის ვადაში დასრულდება.

მისი თქმით, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ განახლებულ სერვის-ცენტრებში მომხმარებელს მომსახურების ახალ სტანდარტებს და ახალ პროდუქტებს შესთავაზებენ.

ერთ-ერთი ახალი სერვისი, რომელიც "საქართველოს ფოსტამ" დანერგა, არის "წერილი მომავალში".