loader

მამაკაცმა 6 წლის შემდეგ იპოვა ადამიანი, რომელმაც იგი თვითმკვლელობისგან იხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა 6 წლის შემდეგ იპოვა ადამიანი, რომელმაც იგი თვითმკვლელობისგან იხსნა

2008 წელს, 20 წლის ჯონი ბენჯამინს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც მან გადაწყვიტა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. ლონდონში, ვატერლოოს ხიდზე მდგარი ახალგაზრდა განზრახვას სისრულეში მოიყვანდა, რომ არა "კეთილი სამარიტელის" გამოჩენა. ჯონის უცნობი მამაკაცი გამოელაპარაკა, რომელმაც მას თავის მოკვლა გადააფიქრებინა. 6 წლის შემდეგ, ხანგრძლივი ძიების შემდეგ, სიკვდილს გადარჩენილმა ახალგაზრდამ იპოვა ადამიანი, რომელმაც იგი სიკვდილს გადაარჩინა.

ჯონის მიერ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ, უცნობი მხსნელის ძებნაში მთელი ბრიტანეთი ჩაერთო. წერილში ეწერა: " ჩემი სახელია ჯონი ბენჯამინი. ექვსი წლის წინ, 2008 წლის 14 იანვარს, დაახლოებით დილის 10 საათზე, მე თვითმკვლელობის მიზნით, ვატერლოოს ხიდიდან გადახტომას ვცდილობდი. ჩემთან უცნობი მამაკაცი მოვიდა, გამესაუბრა და იმედი ჩამისახა. საუბედუროდ, იმ დროს მე დეპრესიაში ვიყავი, რის გამოც ვერ მოვახერხე დამემახსოვრებინა მისი გარეგნობა. ერთადერთი მახსოვს, რომ ის 20 წლამდე ასაკის იყო და სამსახურში მიდიოდა. მე მინდა ვიპოვო ეს ადამიანი და მადლობა მოვუხადო მას".