loader

"შენი პრეზიდენტი გამოიქცა ომიდან, გორის მიწა ცხვირით მოხნა იმ ნაძირალამ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენი პრეზიდენტი გამოიქცა ომიდან, გორის მიწა ცხვირით მოხნა იმ ნაძირალამ"

ინგა გრიგოლის პირველი "რეაქცია" ტელეკომპანია "იმედში" ცხარე დებატების ფონზე წარიმართა. პირველი გადაცემის თემა მუხროვანის ოპერაცია იყო. სტუდიაში მოწვეული სტუმრები, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალას და სპეცოპერაციის მიმდინარეობას განიხილავდნენ. სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდა ამბოხებისთვის გასამართლებული ლევან ამირიძე, ასევე ამბოხის შემდეგ, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული გია კრიალაშვილის და - ლია კრიალაშვილი. მათსა და აუდიტორიაში მსხდომ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც გადაცემაში ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი პლაკატით მივიდნენ, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.