loader

როგორ გადმოხტა ბაუმგარტნერი სტრატოსფეროდან - ვიდეო ექსტრემალის ჩაფხუტიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გადმოხტა ბაუმგარტნერი სტრატოსფეროდან - ვიდეო ექსტრემალის ჩაფხუტიდან

2012 წლის 14 ოქტომბერს, 44 წლის ავსტრიელი პარაშუტისტი ფელიქს ბაუმგარტნერი დედამიწის სტრატოსფეროდან გადმოხტა. თავისუფალი ვარდნის განსახორციელებლად მას ოთხ წუთზე ოდნავ მეტი დრო დასჭირდა. ვარდნის დროს ბაუმგარტნერმა 1 100 კმ/სთ სიჩქარე განავითარა, რითაც ხმის სიჩქარეს გადააჭარბა.

ბაუმგარტნერის ნახტომს კოსმოსიდან, მსოფლიოს მასშტაბით 8 მილიონამდე ადამიანი ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში. Super Bowl-ის ფარგლებში, კომპანია GoPro-მ ფელიქსის ნახტომის მაღალხარისხიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ექსტრემალის ჩაფხუტიდანაა გადაღებელი.