loader

სოფიკო ჭიაურელის სკულპტურის გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფიკო ჭიაურელის სკულპტურის გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს

სოფიკო ჭიაურელის სკულპტურული კომპოზიციის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით ა. ხერხეულიძის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 31 იანვარს, გამთენიისას, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე აღმართული სოფიკო ჭიაურელის სკულპტურული კომპოზიციის შემადგენელი ერთ-ერთი ქანდაკება მოიპარა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დავით ა. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლის სარდაფის ჩხრეკისას ნაქურდალი სკულპტურა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.