loader

შსს-მ არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-დამზადების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი რამილი ა. დააკავეს.

სამართალდამცველებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას არარეგისტრირებული "ა-კა-ემ"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც კუსტარული წესით აქვს დამზადებული ლულა, დგუში და გაზის წვის კამერა, 126 საბრძოლო ვაზნა, 3 მჭიდი და "F 1"-ის ტიპის 2 ხელყუმბარა ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-დამზადების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).