loader

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გერმანია აქტიურად იყოს ჩართული კონფლიქტების მოგვარების მიმართებაშიც - დავით ზალკალიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გერმანია აქტიურად იყოს ჩართული კონფლიქტების მოგვარების მიმართებაშიც - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გერმანია რაც შეიძლება უფრო აქტიურად იყოს ჩართული საქართველოს ევროატლანტიკურ პროცესებში და კონფლიქტების კუთხით. როგორც დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გერმანია კონფლიქტებთან მიმართებაში 2008 წლის ომამდე ძალიან აქტიურად იყო ჩართული.

"იყო შტაინმაიერის გეგმა და უამრავი სამშვიდობო ინიციატივა გერმანიის მხრიდან წარმოდგენილი, რომელსაც, სამწუხაროდ, განხორციელება არ ეწერა. ჩვენ გვსურს, რომ გერმანია კვლავ აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესებში. გარდა ამისა, გერმანიას მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმის ნატოს-სთან მიმართებაში", - განაცხადა ზალკალიანმა.