loader

ყალბი პლასტიკური ბარათებით მითვისებული 267 000 დოლარი - შსს-მ კიბერდანაშაული გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყალბი პლასტიკური ბარათებით მითვისებული 267 000 დოლარი - შსს-მ კიბერდანაშაული გახსნა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეხუთე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე - 1975 წელს დაბადებული დიმიტრი წ. და 1966 წელს დაბადებული ზვიად წ. ყალბი პლასტიკური ბარათების გამოყენებით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ანგარიშებიდან თანხის დაუფლების ბრალდებით დააკავეს, ხოლო უკრაინის რესპუბლიკის ექვსი მოქალაქე - იური ხ, სერგი ტ, სტანისლავ დ, კონსტანტინ კ, რუსლან მ. და ვიქტორ რ. ამავე დანაშაულში ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თანხები ე.წ. ჰაკერული გზით, უკანონოდ მოიხსნა დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ბანკის 1137 პლასტიკური ვიზა-ბარათიდან და ინტერნეტ-გადახდის საშუალებით, ინტერნეტ-კაზინოს 45 მომხმარებელს ჩაერიცხა. შემდეგ აღნიშნული თანხები ინტერნეტ-კაზინოს სხვა 11 მომხმარებლის ანგარიშებზე გადანაწილდა. იქიდან კი ფულის გადარიცხვა სხვადასხვა ბანკის ანგარიშებსა და საერთაშორისო ელექტრონულ ანგარიშებზე განხორციელდა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა აღნიშნული სქემით დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ბანკის მომხმარებლების ანგარიშებიდან 267 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა მიითვისეს.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყალბი საკრედიტო ბარათის დამზადების, გასაღების და გამოყენების ფაქტზე (სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.