loader

"სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო" - რას ჰყვებიან ახლობლები 16 წლის დაღუპული მოზარდის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო" - რას ჰყვებიან ახლობლები 16 წლის დაღუპული მოზარდის შესახებ

2 თებერვალს 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის მარიამ ჩავლეიშვილის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და ისინი რამდენიმე წუთით დატოვა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა. მათ კი ჩათვალეს, რომ მარიამი სახლში წავიდა და ძებნა აღარ დაუწყეს.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მარიამს ყინულზე ფეხი აუცურდა და წაიქცა, რის შედეგადაც გონება დაკარგა და გაიყინა. ერთ-ერთი ვერსიით კი, გოგონა ალკოჰოლური სასმლის მიღების გამო ცუდად გახდა.

შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა უკვე შეისწავლეს. წინასწარი დათვალიერებით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარდაცვალებამდე გოგონა გააუპატიურეს, ჯერჯერობით არ დასტურდება.

16 წლის მოზარდის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და იგი სახლში გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.