loader

დავით კეზერაშვილი საფრანგეთის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით კეზერაშვილი საფრანგეთის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა

საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ”რუსთავი 2” ავრცელებს.

ადვოკატის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული: რიყისა და "ტელე იმედის" გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან; ასევე, კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ.