loader

ბათუმის მერი გადადგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის მერი გადადგა

ბათუმის მერი ჯემალ ანანიძე თანამდებობიდან გადადგა. როგორც ჯემალ ანანიძემ განმარტა, საკრებულოს განცხადებით მიმართა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ჯემალ ანანიძე თანამდებობიდან გადადგომას თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს და განმარტავს, რომ მიუხედავად მისი არაპარტიულობისა, მის შესახებ ბათუმში არ წყდებოდა მითქმა-მოთქმა პარტიული ინტერესების შესახებ.

ჯემალ ანანიძე ბათუმის მერის პოსტზე 2012 წლის 4 ოქტომბერს დაინიშნა. 2010 წლიდან ვიცე-მერის პოსტს იკავებდა, მანამდე კი მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.