loader

"პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს..." - ბიძინა ივანიშვილი ეკლესიასა და სუროგაციის საკითხზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს..." - ბიძინა ივანიშვილი ეკლესიასა და სუროგაციის საკითხზე

ბიძინა ივანიშვილი სუროგაციის შესახებ პატრიარქის ეპისტოლეს არ ეთანხმება. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, "მოქალაქის" პრეზენტაციაზე განაცხადა. ივანიშვილი სუროგაციის შესახებ პატრიარქის ეპისტოლეს გამოეხმაურა. მისივე თქმით, მისი აზრია, რომ ეკლესიაში არანაკლები პრობლემებია, ვიდრე საზოგადოებაში.

"ისევე შეიძლება კრიტიკა, ისევე შეიძლება შეეშალოთ იქაც, იქაც შეიძლება მოხდეს ცუდი ამბები, გაუგებრობა, დარღვევები ეკლესიაში და არის კიდეც. ჩვენ ეს კარგად ვიცით. იქაც არის და ნუ გეშინიათ ამაზე საუბრის. თუ გინდათ, რომ უკეთესი იყოს, ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ისინიც საჭიროებენ კრიტიკას, ისინიც საჭიროებენ მითითებას", - განაცხადა ივანიშვილმა.

ასევე იხილეთ:

ბიძინა ივანიშვილს ქართულ მედიასაშუალებებს შორის ყველაზე მეტად "პალიტრა მედია" მოსწონს

ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა

"პასუხს აგებთ თქვენს სიტყვებზე?" - "მოქალაქე" ივანიშვილი და ჟურნალისტები