loader

"დავრწმუნდი, ივანიშვილს დაბადებიდან არ ჰქონია შუბლის ძარღვი" - შალვა ნათელაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავრწმუნდი, ივანიშვილს დაბადებიდან არ ჰქონია შუბლის ძარღვი" - შალვა ნათელაშვილი

საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს 41 შეკითხვა გაუგზავნა. შალვა ნათელაშვილი "ლეიბორისტული პარტიის" წევრებთან ერთად სასტუმრო "რედისონთან" მივიდა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციის, "მოქალაქის" პრეზენტაცია იმართებოდა.

შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილი ტელე-დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილი 41 შეკითხვა ძალიან საინტერესოა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აღელვებს. "ლეიბორისტების" ლიდერს აინტერესებს, სად არის დაპირებული ინვესტიციები, დაბალპროცენტიანი კრედიტები, გადავადებული საბანკო ვალები, სად არის გაზრდილი პენსიები, გაზრდილი ხელფასები, უფასო განათლება, უფასო ჯანდაცვა, რუსეთთან დაწყობილი ურთიერთობა.