loader

ბათუმში მარიხუანას რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში მარიხუანას რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავეს

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული აკაკი თ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ხოლო 1985 წელს დაბადებული მინდია დ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მინდია დ-მ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აკაკი თ-სგან შეიძინა. მინდია დ-ს პირადი ჩხრეკისას 1,064 გრ, ხოლო მისი სახლის ჩხრეკისას 9,405 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს.

სამართალდამცველებმა ბათუმში, აკაკი თ-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას 5,12 გრ გამომშრალი მარიხუანა, ხოლო ქედის რაიონის სოფელ სილიბაურში, მისივე საცხოვრებელი სახლიდან 145,76 გრ გამომშრალი მარიხუანა, გლუვლულიანი 3 სანადირო თოფი, 1 შაშხანა, "ა-კა-ეს 47"-ის მოდელის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "ა-კა-ემ 47"-ის მოდელის 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და სხვადასხვა კალიბრის 118 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მინდია დ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.