loader

რობერტ სტურუამ მოსკოვის თეატრში "შეცდომების კომედია" დადგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რობერტ სტურუამ მოსკოვის თეატრში "შეცდომების კომედია" დადგა

იანვარში, მოსკოვის თეატრ ET CETERA-ში რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლის - "შეცდომების კომედიის" პრემიერა შედგა. წარმოდგენის დამდგმელი მხატვარი გოგი-ალექსი მესხიშვილია, კომპოზიტორი გია ყანჩელი.

"შეცდომათა კომედია" უილიამ შექსპირის ნაწარმოების მიხედვით არის დადგმული. ეს არის პიესა, რომლის მთლიანი სიუჟეტი ფარსზეა აგებული.

"შეცდომების კომედია" შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე მცირე პიესაა. მოქმედება ვითარდება წყვილი ტყუპების ირგვლივ. მათგან ერთი წყვილი მდიდარი ოჯახიდან არიან, მეორე წყვილი კი - მდიდარი ტყუპების მსახურები. მათ ირგვლივ კომიკური სიტუაციები და სასაცილო ფარსი ელვის სისწრაფით ვითარდება...