loader

"სოჭში ოფიციალურ სტუმართა შორის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ არის" - ზურაბ აბაშიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სოჭში ოფიციალურ სტუმართა შორის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ არის" - ზურაბ აბაშიძე

სოჭში ოფიციალურად მიწვეულნი არიან მხოლოდ იმ სახელმწიფოების სპორტსმენები და წარმომადგენლები, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ და ბუნებრივია, მათ რიცხვს არ განეკუთვნება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ქართულ მხარეს ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

აბაშიძის განმარტებით, თუ საქართველოს გუნდს სოჭში დახვდება ამ განცხადებებისგან განსხვავებული რეალობა, ოფიციალური თბილისი იტოვებს უფლებას, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება ქართველი ოლიმპიელებისა და ქვეყნის პრესტიჟის დასაცავად.

იხილეთ ვიდეოს ინგლისური ვერსია