loader

15-საათიანი სპეცოპერაცია თბილისში და ცხედართან ერთად შენობაში ჩაკეტილი ეჭვმიტანილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

15-საათიანი სპეცოპერაცია თბილისში და ცხედართან ერთად შენობაში ჩაკეტილი ეჭვმიტანილი

15-საათიანი სპეცოპერაცია ყაზბეგის გამზირზე - ეროვნებით ჩინელმა საქართველოს მოქალაქემ, 58 წლის ივანე კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 56 წლის გენადი ლომიძე მოკლა, რის შემდეგაც ცხედართან ერთად ყაზბეგის გამზირზე #19 ნომერში მდებარე ლომბარდში ჩაიკეტა.

სპეცოპერაცია, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა, დღეს გამთენიისას დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, 4 თებერვალს მკვლელობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს მის მიერ ნაქირავებ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხურის მეპატრონესთან თანხასთან დაკავშირებით მოუვიდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მას. ბრალდებული ჯიხურში ჩაიკეტა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 15-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ბრალდებულის განიარაღება შეძლეს და ადგილზე დააკავეს.

სპეცოპერაციისას დაკავებული ეროვნებით ჩინელი საქართველოს მოქალაქე ლომბარდიდან გამოიყვანეს. დაკავებულს სამართალდამცავები, სავარაუდოდ, საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანენ. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.