loader

ორმა შეიარაღებულმა პირმა რიო-დე-ჟანეიროს საავადმყოფოში პაციენტები დააყაჩაღა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორმა შეიარაღებულმა პირმა რიო-დე-ჟანეიროს საავადმყოფოში პაციენტები დააყაჩაღა

რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ საავადმყოფოში დამონტაჟებულმა უსაფრთხოების კამერებმა საზარელი ინციდენტი დააფიქსირა. ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ შეიჭრა ორი შეიარაღებული პირი საავადმყოფოში და იარაღის მუქარით დააყაჩაღა მომსახურე პერსონალი და პაციენტები,რომლებიც საავადმყოფოს მოსაცდელში იმყოფებოდნენ.

დამნაშავეებმა საავადმყოფოში შესვლა მოტყუებით მოახერხეს: ერთ-ერთმა მათგანმა დაშავებულის როლი მოირგო, რომელიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. საბედნიეროდ, თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.