loader

რუსეთის რკინიგზაზე გაზის კონდენსატით სავსე მატარებელს ცეცხლი წაეკიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის რკინიგზაზე გაზის კონდენსატით სავსე მატარებელს ცეცხლი წაეკიდა

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, ოთხშაბათს, გამთენიისას, რელსებიდან გადავიდა და ცეცხლი წაეკიდა 32 ვაგონს, რომელიც გაზის კონდენსატით იყო სავსე. შემთხვევა მოსკოვიდან 800 კილომეტრის მოშორებით მოხდა. როგორც ცნობილია, მაშველებმა დაახლოებით 700 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს, რომლებიც ახლომდებარე დასახლებაში ცხოვრობდნენ. "გრძელდება სარკინიგზო რელსების გაწმენდის სამუშაოები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა", - განაცხადა საგაგებო სიტუაციათა სამინისტროს პრეს-მდივანმა.