loader

XXI საუკუნეში ღობეების მშენებლობის დრო არ არის - ანდერს ფოგ რასმუსენი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

XXI საუკუნეში ღობეების მშენებლობის დრო არ არის - ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატო-ს გენერალური მდივანი აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიის შიგნით ე.წ სასაზღვრო ზონის დროებითი გაფართოებით ძალიან შეშფოთებულია, - ამის შესახებ ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-ს შტაბბინაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ შევნიშნეთ უკანასკნელი გადაწყვეტილება ე.წ სასაზღვრო ზონის დროებითი გაფართოების შესახებ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიის შიგნით საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ გადაწყვეტილებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში აღებული ყველა ვალდებულება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღობეების და სხვა დაბრკოლებების მშენებლობა მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს. ეს ხელს უშლის მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და ცხოვრებას და ეს უნდა შეიცვალოს. XXI საუკუნეში ღობეების მშენებლობის დრო არ არის", - განაცხადა რასმუსენმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველო, საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნატო-ს წევრი გახდება და ეს გადაწყვეტილება უცვლელი რჩება. "იმ სამუშაოთი, რასაც ახორციელებთ, თქვენ ნატო-სთან სულ უფრო ახლოს მიდიხართ და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან ერთად მუშაობას, რათა მივაღწიოთ ჩვენს საერთო მიზნებს", - მიმართა რასმუსენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე