loader

ამერიკელი მღვდელი ეგზორციზმს სკაიპით ატარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელი მღვდელი ეგზორციზმს სკაიპით ატარებს

ბობ ლარსონი აშშ-ის შტატ არიზონას ქალაქ სკოტსდეილში ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელია და იმითაა ცნობილი, რომ ეგზორციზმის (დემონის ან სულის განდევნა ადამიანისგან) რიტუალის ჩატარება შეუძლია. ლარსონის თქმით, 40 წლის განმავლობაში 20 ათასამდე ეგზორციზმი ჩაუტარებია.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სასულიერო პირმა დემონის განდევნის ახალი მეთოდი დანერგა - რიტუალს ბობ ლარსონი უკვე სკაიპით ატარებს.

მღვდელს დემონებით შეპყრობილი ადამიანები მთელი მსოფლიოდან ეხმაურებიან სკაიპის დახმარებით. ლარსონის თქმით, ის ხშირად გამხდარა შეპყრობილების არაპროგნოზირებადი რეაქციის მოწმე: ჯვრის დანახვისას ზოგი შიშინს იწყებს, ზოგიც კი ხარხარს.

სკეპტიკოსები ბობ ლარსონის რიტუალებს დადგმულ შოუდ აღიქვამენ, მაგრამ ბობი კატეგორიულად უარყოფს მსგავს ბრალდებებს.