loader

"დააბრუნე წართმეული ქონება" - აქცია დავით ბაქრაძის სახლთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დააბრუნე წართმეული ქონება" - აქცია დავით ბაქრაძის სახლთან

"დააბრუნე წართმეული ქონება", - ამ მოთხოვნით ლარსის ქუჩაზე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის სახლთან ორგანიზაციებმა - "საინიციატივო ჯგუფმა" და "ახალგაზრდულმა ცენტრმა" საპროტესტო აქცია გამართეს.

საინიციატივო ჯგუფის წევრის, გიორგი ცინცაძის განცხადებით, დავით ბაქრაძე, რომელსაც წინასაარჩევნოდ "საკმაოდ საყვარელ კამპანიას უწევდნენ, ისეთივე ყაჩაღია, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დანარჩენი წარმომადგენლები".

"ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენლის, ზურა ქადაგიძის თქმით, აღნიშნული ახალგაზრდული ორგანიზაციების მხრიდან, დღეს რიგით მესამე აქცია გაიმართა, წართმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით და ორგანიზაციები მომავალშიც გეგმავენ, ყოფილი ხელისუფლების იმ წარმომადგენლების სახლებთან მივიდნენ, რომლებიც ქონების უკანონოდ წართმევაში შეიმჩნევიან.