loader

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პუტინთან შეხვედრის საკითხი არ განხილულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პუტინთან შეხვედრის საკითხი არ განხილულა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის გუშინდელ განცხადებას პასუხობს.

პესკოვის განცხადების კომენტირება არ ისურვა საქართველოს პრეზიდენტმა და ჟურნალისტები მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელთან, თინათინ მჟავანაძესთან გადაამისამართა, რომელმაც დაადასტურა, რომ პრეზიდენტის არანაირი ვიზიტი სოჭში დაგეგმილი არ არის.

"განცხადება გაკეთდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის მიერ. შესაბამისად, ამ საკითხზე პასუხს გაგცემთ თინათინ მჟავანაძე. ჩვენც გვყავს პრესმდივანი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

რუსულმა სააგენტოებმა გუშინ გაავრცელეს განცხადება სოჭში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის შესახებ.