loader

არ შეიძლება სოჭის ოლიმპიადაზე ნაჩვენები საქართველოს რუკა, სადაც აფხაზეთი და ცხინვალი დანისლულია, პროვოკაციად ჩაითვალოს - მაია ფანჯიკიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არ შეიძლება სოჭის ოლიმპიადაზე ნაჩვენები საქართველოს რუკა, სადაც აფხაზეთი და ცხინვალი დანისლულია, პროვოკაციად ჩაითვალოს - მაია ფანჯიკიძე

არ შეიძლება სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე, ქართველი სპორტსმენების გამოსვლის დროს ნაჩვენები საქართველოს რუკა, სადაც აფხაზეთი და ცხინვალი დანისლულია, პროვოკაციად ჩაითვალოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ოლიმპიადის ოფიციალურ საიტზე საქართველოს რუკა ისეთივეა, როგორიც რეალურად არის.

სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს რუკაზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები მკაფიოდ არ აღიქმებოდა. ქართველი ოლიმპიელების გამოსვლისას მონიტორზე გამოჩნდა საქართველოს რუკა, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილზე ნისლის მსგავსი თეთრი გამოსახულება შეინიშნებოდა. აღნიშნულმა ფაქტმა სოციალურ ქსელში ქართული საზოგადოების გაღიზიანება და დებატები გამოიწვია.

იხილეთ ასევე:

- დანისლული აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს რუკაზე სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე

- ექსცესი სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე - ოლიმპადის სიმბოლოს ერთი რგოლი არ გაიხსნა

-სოჭის ოლიმპიადამ აფხაზეთის მოსახლეობა შეაწუხა - Euronews-ის სიუჟეტი

-უცხოელი ჟურნალისტები სოჭის სასტუმროებში არსებული მდგომარეობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ

-უპატრონო ძაღლი ოლიმპიელ მოთხილამურეებს უყეფს - სოჭის ოლიმპიადის მორიგი მარცხი

-"ფემენი" სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ: აქტივისტებმა რუსეთის საელჩოს მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

-რუსეთის ოლიმპიურმა ნაკრებმა ჯგუფ "ტატუს" სიმღერის ფონზე გაიარა