loader

სამი ქალბატონი საზღვარგარეთის ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამი ქალბატონი საზღვარგარეთის ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე: 1954 წელს დაბადებული ნაირა ვ, 1952 წელს დაბადებული მარგალიტა მ. და 1954 წელს დაბადებული თინა ლ. დააკავეს, ხოლო საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1963 წელს დაბადებული გოჩა მ. ამავე დანაშაულში ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნაირა ვ-მ და მარგალიტა მ-მ საბერძნეთის ბინადრობის ყალბი მოწმობები თინა ლ-სგან საქართველოში შეიძინეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ თინა ლ-ს გაყალბებულ დოკუმენტებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით გოჩა მ. საბერძნეთიდან უგზავნიდა. სამართალდამცველებმა ნაირა ვ. და მარგალიტა მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყალბი საბუთების გამოყენებით თურქეთის გავლით იტალიაში გამგზავრებას ცდილობდნენ.

გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).