loader

"რა უქნა პროკურორმა, გააუპატიურა? ნამუსი ახადა?" - ივანიშვილი მერაბიშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა უქნა პროკურორმა, გააუპატიურა? ნამუსი ახადა?" - ივანიშვილი მერაბიშვილზე

სამოქალაქო ორგანიზაცია "მოქალაქეს" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი "მთავარი პროკურორის მიერ კამერიდან ვანო მერაბიშვილს გატაცების" ბრალდებას აბსურდს უწოდებს.

"ძირითადი თემა, რითაც "ნაციონალური მოძრაობა" აწვება საზოგადოებას, არის ის, რომ მთავარმა პროკურორმა საპატიმროდან მოიტაცა მერაბიშვილი. მერაბიშვილი, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული, გირგვლიანის - თავისუფალი მოქალაქის გატაცებაში. ახლა მერაბიშვილს უნდა ეს მთელ მსოფლიოს გააგებინოს. რა უქნა მერე პროკურორმა? გააუპატიურა, ნამუსი ახადა, თუ რა უქნა? მიზეზზე არ საუბრობენ, რად უნდა მთავარ პროკურორს რომ პატიმარი მოიტაცოს, ამის საშუალება ისე არ აქვს?" - ამის შესახებ ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "შეხვედრები მწერალთა სახლში" სტუმრობისას განაცხადა.

ყოფილი პრემიერის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ევროპული ფასეულობები, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ იყო გათელილი და სწორედ ამის წინააღმდეგ გამოვიდა ქართველი ხალხი.

ასევე იხილეთ:

მერაბიშვილი მაგ გუნდში ყველაზე აზრიანია, ჩვენთან დაბალი ადგილი ექნებოდა - ივანიშვილი

"ეკლესიას მტრულად კი არა, სიყვარულით ვაკრიტიკებ" - ბიძინა ივანიშვილი