loader

ცნობილი სახეები და შსს-ს სოციალური კამპანია "შეიკარი ღვედი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილი სახეები და შსს-ს სოციალური კამპანია "შეიკარი ღვედი"

შინაგან საქმეთა სამინისტროში სოციალური კამპანიის - "შეიკარი ღვედის" და კამპანიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ექსპერტები: შალვა ოგბაიძე, დავით მესხიშვილი და ვიდეორგოლში მონაწილე ცნობილი სახეები: გივი ბერიკაშვილი, რობი კუხიანიძე, სამორი ბალდე და ანი ტყებუჩავა ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 10 თებერვლიდან იწყებს სოციალურ კამპანიას.

როგორც ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ განუცხადა, ღვედის გამოყენების სავალდებულო წესის შემოღების შემდეგ ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი დაახლოებით 30 პროცენტით შემცირდა.

ღვედის გამოყენების სავალდებულო წესი ქალაქში 2010 წლის 1-ლი დეკემბრიდან შევიდა ძალაში.