loader

მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი, შესაძლოა, სექტემბერში გადაიხუროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი, შესაძლოა, სექტემბერში გადაიხუროს

მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, შესაძლოა, სექტემბერში გადაიხუროს. ამის შესახებ დღეს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ფონდ "ივერიისას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

საპატრიარქოში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და მონასტრის მშენებლობის მიმდინარეობის საკითხზე ფონდმა პატრიარქს წლიური ანგარიში გააცნო. შეხვედრას ფონდის სათათბიროს წევრები და ტაძრის მშენებლობაში მონაწილე ბიზნესმენები დაესწრნენ.

ფონდ "ივერიისას" ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის თქმით, ამ მომენტისათვის ტაძრის 45%-ია აშენებული, კერძოდ, 18 მეტრის სიმაღლეზე აყვანილია ეკლესია. მისი მშენებლობისათვის ფონდში ყოველთვიურად 250 ათასი ლარი შემოწირულობა შედის, ანუ 250 ათასი ადამიანი ყოველთვიურად 1 ლარს რიცხავს, რათა მშენებლობა დასრულდეს.