loader

იაპონიაში ძლიერმა თოვამ 11 ადამიანი იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაპონიაში ძლიერმა თოვამ 11 ადამიანი იმსხვერპლა

შაბათ-კვირის განმავლობაში ტოკიოს ძლიერი ნალექი დაატყდა თავს, რაც უკანასკნელი 45 წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. თოვლის სიმაღლემ 27 სანტიმეტრს მიაღწია. 11 ადამიანი თოვლიან შტორმს ემსხვერპლა. ტელეარხ "ენ-ეიჩ-კეის" მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის 32 პრეფექტურაში უამინდობისგან 1,7 ათასი ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 6 155 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ძლიერმა თოვამ ელექტროენერგიის მოწოდებაში პრობლემები შექმნა. დაახლოებით 1,8 ათასი იაპონური ოჯახი იბარაკის, ფუკუშიმას და მიაგის პრეფექტურებში ამჟამადაც რჩება ელექტროენერგიის გარეშე. უამინდობამ საერთაშორისო რეისების შეჩერება გამოიწვია ნარიტას და ჰანედას აეროპორტებში. თუმცა, სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 თებერვალს 10 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.