loader

სურს თუ არა დავით მაღრაძეს კულტურის მინისტრობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სურს თუ არა დავით მაღრაძეს კულტურის მინისტრობა

"ახლა რომ დაგირეკონ და შემოგთავაზონ, უნდა იყო ისევ კულტურის მინისტრიო, წახვიდოდი?" - ამ კითხვით ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემაში "სტუმრად მარიკა დარჩიასთან" გადაცემის წამყვანმა პოეტ დავით მაღრაძეს მიმართა.

"აღარ მიფიქრია, ჩემი ცხოვრება დავუკავშირო მოხელის სამსახურს, თუმცა ვფიქრობ, რომ საყველაფრო არავის არ გვაქვს დამთავრებული, არ შეიძლება ყველაფერში ერთნაირად ერკვეოდე - თეატრებში, მუზეუმებში, შოუბიზნესში და კულტურულ მემკვიდრეობაში. კულტურული მემკვიდრეობა ერთი უზარმაზარი სამყაროა, რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი უწყება" - აღნიშნა მაღრაძემ.

იხილეთ გადაცემა "სტუმრად მარიკა დარჩიასთან" სრულად